"ლაქტალისმა" 1/2 ფინალებამდე წაუგებლად მოსულ e-team-ს პირველ მატჩში სძლია!

ყველა სიახლე
28 აპრილი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონში საკვალიფიკაციო ლიგის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა.

„ლაქტალისმა“ აქამდე დაუმარცხებელ E-team-თან შეხვედრაში ანგარიშით 2-1 იმარჯვა. პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა, მეორე ტაიმში „E-team“ ნიკოლოზ კუსიანის გოლით წინ გაიჭრა, 35-ე წუთზე გიორგი ხარხელმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის ბედი 39-ე წუთზე გიორგი ალავიძის ათმეტრიანმა გადაწყვიტა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ალავიძე, ლაქტალისი: „დაძაბული მატჩი იყო. ორივე გუნდს გვქონდა მოგების შანსი, მაგრამ ბედი ჩვენკენ გადაიხარა. მეექვსე ჯარიმა დაინიშნა, გავიტანეთ ათმეტრიანი და მოვიგეთ თამაში. ჩვენს მეტოქეს ჯგუფშიც და შემდეგაც წაგება არ ჰქონია, ვფიქრობ თავდაჯერებულები იყვნენ წინასწარ გამარჯვებაში, რამაც შეუშალათ ხელი. შემოვატრიალეთ ანგარიში ერთით ნულიდან. მეორე შეხვედრაშიც იმავენაირად ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

საკვალიფიკაციო ლიგის სხვა შეხვედრაში „ბაზისბანკმა“ „თბილავიამშენთან“ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა და სერიაში უპირატესობა მოიპოვა. „ბანკირების“ რიგებიდან გამარჯვების გოლი ოცდამეთორმეტე წუთზე დიმიტრი მაყიშვილმა გაიტანა.

პირველი ფინალისტი გამოვლინდა ვერცხლის ლიგაში. „NS Studio“-მ „DHL” საპასუხო მატჩშიც დაამარცხა და ფინალის საგზურს დაეუფლა. შეხვედრაში ანგარიში DHL-მა მეთექვსმეტე წუთზე გახსნა. ტაიმის დასრულებამდე მეტოქემ წონასწორობა აღადგინა და წინ გავიდა, მეორე ნახევარში კი სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა. მატჩი საბოლოოდ „არქიტექტორების“ სასარგებლოდ 3-1 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებიდან დუბლით გიორგი ივანიშვილი გამოირჩა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 12 მაისს გაიმართება. ერთმანეთს ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს და სუპერლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024