გრანდ ლიგის ფინალისთვის ბრძოლაში "არმია" და "ბაქსვუდი" დაწინაურდნენ!

ყველა სიახლე
28 აპრილი 2024

გრანდ ლიგის ფინალისთვის ბრძოლაში

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის ნახევარფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. დღე გრანდ ლიგით დაიწყო.

„არმია“-მ „უკრაინა“ პირველ დაპირისპირებაში 2-0 დაამარცხა და ფინალისთვის ბრძოლაში უპირატესობა მოიპოვა. მეთექვსმეტე წუთზე „ძალოვნები“ წინ ავტოგოლით გავიდნენ. თენგიზ ჯანელიძემ სხვაობა ორამდე ოცდამეთოთხმეტე წუთზე გაზარდა. მცდელობების მიუხედავად, „უკრაინამ“ თამაში ვერ შემოატრიალა და პირველ მატჩში დამარცხდა.

გრანდ ლიგის სხვა შეხვედრაში „ბაქსვუდმა“ „McGill“ ოცდამეცხრამეტე წუთზე გატანილი გოლით 1-0 დაამარცხა და 1/2 ფინალურ სერიაში დაწინაურდა. გუნდებმა მატჩის პირველ ნახევარში ანგარიშის გახსნა ვერ შეძლეს. თამაშის მიწურულს გამარჯვების გოლი ლადო ასათიანმა გაიტანა.

გრანდ ლიგაში 1/2 ფინალური სერია ორ თამაშიანია და შემდეგ ეტაპზე გამსვლელები საპასუხო მატჩში გამოვლინდებიან.

დღის განმავლობაში არენა 2-ში საკვალიფიკაციო ლიგის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრები და ვერცხლის ლიგის ერთი დაპირისპირება გაიმართება.



  © SBM, 2016-2024