ოქროს ლიგაში პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა!

ყველა სიახლე
21 აპრილი 2024

ოქროს ლიგაში პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა!

ოქროს ლიგის 2023/24 წწ. სეზონის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და კროკობეთს“ შორის გამართული სანახაობრივი დაპირისპირება 3-3 დასრულდა. TTC-მ პირველი ნახევარი 1-0 მოიგო. ოცდამეოთხე წუთზე სხვაობა ორამდე გაიზარდა. "ბუკმეიკერებმა" ოცდამეჩვიდმეტე წუთამდე ორივე ბურთის გაქვითვა მოახერხეს, მაგრამ საპასუხოდ "TTC" ავტოგოლით დაწინაურდა. გიორგი ჩიქოვანმა მეორემოცე წუთზე აქტივში მეორე გოლი მიითვალა და მეტოქეს გამარჯვება წაართვა. შედეგად, სერიაში უპირატესობა ვერც ერთმა გუნდმა მოიპოვა და ფინალისტს საპასუხო მატჩი გამოავლენს.

ოქროს ლიგის სხვა დაპირისპირებაში „შსს“-მ „ბაქსვუდს“ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 1-0 სძლია. მატჩის ბედი ოცდამეცამეტე წუთზე ოთარ კუხალეიშვილის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. „ბაქსვუდმა“ დარჩენილ დროში თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლო და პირველ დაპირისპირებაში დამარცხდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით დარჩია, შსს: „დაძაბული მატჩი გამოვიდა. ამისთვის დიდი მადლობა „ბაქსვუდს“. ჩვენი ბიჭების თავდადებამ, უფრო მეტმა შრომამ და გამძლეობამ შედეგი მოგვიტანა. ნახევარფინალებია და ყველა გუნდი მაქსიმუმს შეეცდება. საპასუხო მატჩიც ანალოგიურად რთული იქნება. მოწინააღმდეგისთვის, ასე ვთქვათ, უკანასკნელი თამაშია და ყველაფერს ჩადებენ. რაც დღეს შეცდომები გვქონდა, აუცილებლად ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.

გიორგი მესხი, ბაქსვუდი: „ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან  გვაქვს ნახევარფინალურ ეტაპზე დაპირისპირება. რა თქმა უნდა, დაძაბული შეხვედრის მოლოდინი გვქონდა, თუმცა მგონია, რომ ისეთი გოლი გავიდა, არ ვიყავით ღირსი ასეთი გოლის გაშვების. შორიდან, რიკოშეტით. ესაა ფეხბურთი და შესაბამისად, ახლა უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. შემდეგ თამაშზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვალთ მთელი გუნდი“.

ოქროს ლიგის, ვერცხლის ლიგის, ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრები სპორტ კომპლექს არენა 2-ში 12 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024