"ენერგო-პრო" სუპერლიგის ფინალს მიუახლოვდა!

ყველა სიახლე
21 აპრილი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის სუპერ ლიგისა და ბრინჯაოს ლიგის 1/2 ფინალები სპორტ კომპლექს არენა 2-ში გრძელდება.

„ენერგო-პრო“-მ „ნიკორა“-ს დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ სუპერლიგის ფინალისთვის გამართულ ბრძოლაში 5-2 დაამარცხა და სერიაში უპირატესობა მოიპოვა. შეხვედრაში ანგარიში „ნიკორამ“ მესამე წუთზე გახსნა. მალევე „ენერგეტიკოსებმა“ წონასწორობა აღადგინეს. „ნიკორამ“ ავტოგოლით წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ გიორგი ლობჟანიძემ ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის ბოლოს „ენერგო-პრო“ დაწინაურდა და საბოლოოდ სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. თამაშში საუკეთესო გოლით და სამი შედეგიანი გადაცემით ილია თოლორდავა იყო.

უგოლო ფრე, 0-0, დაფიქსირდა „ელპოზოსა“ და „ფარვანას“ შორის. ოქროს ლიგის ნახევარფინალში გუნდებმა მცდელობების მიუხედავად ანგარიშის გახსნა ვერ შეძლეს. „ელპოზოს“ ოცდამეთექევსმეტე წუთზე ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით შეხვედრის მოგება შეეძლო, მაგრამ გუნდმა ჯარიმა ვერ გამოიყენა და საპასუხო მატჩს მეტოქეების თანაბარი შანსებით შეხვდებიან.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში სათამაშო დღე ოქროს ლიგის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირებებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024