საკვალიფიკაციო ლიგაში ყველა 1/4 ფინალური წყვილი ცნობილია!

ყველა სიახლე
24 მარტი 2024

საკვალიფიკაციო ლიგაში ყველა 1/4 ფინალური წყვილი ცნობილია!

სპორტ კომპლექს არენა 2-ში საკვალიფიკაციო ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. „თბილავიამშენმა“ „ტერაბანკი“ მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა.

თამაშში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი მეოთხე წუთზე გავიდა. მიხეილ ფეიქრიშვილმა საბა საბანაძის გადაცემა გამოიყენა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

დასკვნითი მატჩის შემდეგ საკვალიფიკაციო ლიგაში 1/4 ფინალური წყვილები სრულად გამოვლინდნენ. პლეი-ოფში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან: “e-team” VS „ტერაბანკი“, „ლაქტალისი“ VS „სფეისი“, „ბაზისბანკი“ VS „მთავარი არხი“, „შიშეჯამი“ VS „თბილავიამშენი“.

საკვალიფიკაციო ლიგის 1/4 ფინალები სპორტ კომპლექს არენა 2-ში 31 მარტს გაიმართება.

B ჯგუფში მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები „ქართუ ბანკისა“ და „ელპოზოს“ მატჩით დასრულდა. გუნდები ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 1-1.

ნიკოლოზ თოდუამ "ბანკირები" მეექვსე წუთზე დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე წონასწორობა დავით საღარაძემ აღადგინა. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილია და გუნდები ვერცხლის ლიგაზე გასვლის თანაბარ შანსებს ინარჩუნებენ.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A და B ჯგუფების 1/4 ფინალები ორ თამაშიანია და განმეორებითი შეხვედრები 7 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024