გრანდ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ქულები "არმიამ" აიღო!

ყველა სიახლე
24 მარტი 2024

გრანდ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ქულები

გრანდ ლიგაში 2023/24 წწ. რეგულარული სეზონი დასრულდა. წრიული ეტაპის დასკვნით მატჩში „ბაქსვუდი“ „არმიას“ დაუპირისპირდა და პირველი მარცხი იწვნია. „ძალოვნებმა“ ჩემპიონატის ლიდერთან 5-2 იმარჯვეს.

„არმია“ წინ თამაშის სტარტზევე გავიდა და მეშვიდე წუთზე სამი უპასუხო გოლით იგებდა. „ბაქსვუდმა“ ორივე ტაიმში თითო ბურთი გაქვითა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ნადიმ კახაძემ გაიფორმა. გოლით და ორი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა შმაგი ჭოხონელიძე. სხვაობა მეორე ტაიმში ენრი ჩადუნელმა და თენგიზ ჯანელიძემ გაზარდეს.

მარცხის მიუხედავად, „ბაქსვუდმა“ გრანდ ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და პირდაპირ 1/2 ფინალში ითამაშებს. „არმია“ კი მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად „ინვესტორსაინს“ დაუპირისპირდება.

ერთი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფში. „ბაქსვუდის“ მეორე გუნდი 1/4 ფინალური სერიის პირველ მატჩში „ენერგო-პროს“ დაუპირისპირდა. დაძაბული ბრძოლა „ენერგეტიკოსების“ სასარგებლოდ 2-1 დასრულდა. მეექვსე წუთზე გატანილ ილია თოლორდავას გოლს „ბაქსვუდის“ რიგებიდან მეორე ტაიმში ვახტანგ ანთიძემ უპასუხა. თამაშის ბოლოს „ენერგო-პრომ“ შეძლო დაწინაურება. გამარჯვების გოლი ბექა ბესელიამ გაიტანა.

„ბაქსვუდსა“ და „ენერგო-პროს“ შორის განმეორებითი 1/4 ფინალი 7 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024